ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ტყუპები ეწოდებოდათ ორ ჰატსძმას და დას, რომლებიც ახალი რესპუბლიკის ეპოქაში კრიმინალური ლორდები იყვნენ. მათი ბიძაშვილი იყო ტატუინელი კრიმინალური ლორდი ჯაბა დესილიჯიკ ტიურე. როდესაც ბობა ფეტი როგორც ახალი დაიმიო, დაეუფლა მის ტახტს, რომელზეც მანამდე ბიბ ფორტუნა გაბატონდა, ტყუპები მოს-ესპაში ფეტს დაუპირისპირდნენ და თავდაპირველად ჯაბას მთლიანი ტერიტორიის მითვისებას ცდილობდნენ. მოს-ესპაში მათ მონები დაატარებდნენ ტახტრევანით. მათ ემსახურებოდა სხვადასხვა ცალკეული პიროვნება, მაგალითად — გლადიატორი და ჯილდოზე მონადირე კრრსანტანი.[1]

ტყუპებმა კრრსანტანი ფეტის მოსაკლავად გააგზავნეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ეს ვერ შეძლო და ფეტის ტყვეობაში აღმოჩნდა, საჩუქრად რანკორი გადასცეს და ტატუინის დატოვების შესახებ ამცნეს. მათივე თქმით, პაიკების სინდიკატიც აცხადებდა პრეტენზიას ჯაბას საკუთრებაზე.

გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement