ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასოკა (მრავალმნიშვნელოვანი).

დღეს მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ ჯონი და დეივი Disney+-ისთვის ერთდროულად ამზადებენ ორ დამატებით სერიალს: ერთ-ერთია ახალი რესპუბლიკის მეთვალყურეები, ხოლო მეორეში მონაწილეობს ფანების საყვარელი ასოკა ტანო. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული შოუები, რომელთა მოქმედება ვითარდება მანდალორელის დროს, მომავალ ისტორიებთან ერთად, ააღელვებს ახალ მაყურებელს, მიიზიდავს ჩვენს ყველაზე ვნებიან ფანებს და დასრულდება კულმინაციური სიუჟეტური მოვლენებით.
―პრეზიდენტი კეთლინ კენედი საუბრობს ასოკაზე Disney Investor Day 2020-ის ფარგლებში[9]

ასოკა, იგივე ვარსკვლავური ომები: ასოკა,[10], არის ეპიზოდების შეზღუდული რაოდენობისგან შემდგარი ტელესერიალი, რომლის ჩვენება Disney+-ზე[1] დაიწყო 2023 წლის 22 აგვისტოს[4]. სერიალის მომზადების შესახებ ცნობილი გახდა 2020 წლის 10 დეკემბერს. მასში მთავარ როლს ასრულებს როზარიო დოუსონი. ეპიზოდების სცენარისტი არის დეივ ფილონი, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერები — ფილონი და ჯონ ფავრო.[11]

ოფიციალური აღწერა[]

იმპერიის დაცემის შემდგომ განვითარებულ ასოკაში ყოფილი რაინდი ჯედაი ასოკა ტანო იძიებს გალაქტიკისთვის მიმდინარე მზარდ საფრთხეს.[12]

სეზონები[]

სეზონი ეპიზოდი პირველად ეთერში უკანასკნელად ეთერში
პირველი 8[2] 22 აგვისტო, 2023[4] 3 ოქტომბერი, 2023[4]
მეორე[3]

შემუშავება[]

ასოკა ხანგრძლივი ამბავია. ჩემს ფიქრებში იგი ნამდვილად მიზნისკენ მიემართება და არ იქნება უბრალოდ მცირე თავგადასავლები. მსურს, რომ ეს აკეთოს პერსონაჟემა და ვფიქრობ, ფანებსაც ეს სურთ. მასთან ძლიერი კავშირი აქვთ. მხოლოდ ახლახანს მივხვდი, რომ კლონების ომების მაყურებელი ბავშვები ახლა ბევრად უფროსები არიან, ახარებთ ყველაფერი, რაც იმ დროს უნახავთ, როდესაც იზრდებოდნენ, როგორც უნდა ხდებოდეს.“
―დეივ ფილონი[11]
Ahsoka D23

ჯონ ფავრო, დეივ ფილონი და კეთლინ კენედი D23 Expo 2022-ზე, ასოკას კად��ის გამჟღავნებით

ასოკა ტანოსადმი მიძღვნილი სერიალის შესახებ ხმები პირველად გავრცელდა 2020 წლის მარტში[13], Disney-ს აღმასრულებელი დირექტორ ბობ აიგერის მიერ მინიშნებაზე, რომ მანდალორელის პერსონაჟებს მიეძღვნებოდა ცალკეული ტელესერიალები.[14] მას შემდეგ, რაც ტანო მხატვრული კინოს ფორმატში პირველად გამოჩნდა მანდალორელის მეორე სეზონის ეპიზოდში თავი 13: ჯედაი[15], ცნობილი გახდა, რომ იგი იქნებოდა სერიალის განშტოების გმირი. ასოკას მომზადების შესახებ Lucasfilm Ltd.-ის პრეზიდენტმა, კეთლინ კენედიმ, ისაუბრა 2020 წლის 10 დეკემბერს. StarWars.com-ის იმავე დღის პუბლიკაციაში აღნიშნული იყო, რომ სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებოდნენ ფავრო და ფილონი, ხოლო სცენარზე იმუშავებდნენ თავად ფილონი და მსახიობი როზარიო დოუსონი.[1]

2021 წლის 22 ოქტომბერს როსარიო დოუსონმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ჰეიდენ კრისტენსენი ასოკაში დაბრუნდებოდა ანაკინ სკაიუოკერის როლში. თუმცა, ეს პუბლიკაცია მოგვიანებით წაიშალა.[16]

ასოკას წარმოება დაიწყო 2022 წლის 9 მაისს.[17] გრანდ ადმირალ მით'რო'ნურუოდოს (თრონის) შემქმნელი ტიმოთი ზანი შემუშავებაში მონაწილეობდა კონსულტანტის სახით[18], იმისთვის, რომ თრონის პერსონაჟი დახვეწილი ყოფილიყო.[19] თავად ზანმა ახსენა, რომ „რამდენიმეჯერ ისაუბრა“ თრონზე და „მომავალში ყველაფერს უფრო დეტალურად განიხილავდა“.[20]

შემადგენლობა[]

ტიპით [+/–]

მსახიობები გუნდი

მსახიობები

გუნდი

  • დეივ ფილონი - სცენარისტი, აღმასრულებელი პროდიუსერიref name="Announcement" />
  • ჯონ ფავრო - აღმასრულებელი პროდიუსერი[1]
  • კეთლინ კენედი - აღმასრულებელი პროდიუსერი[1]
  • კოლინ უილსონი - აღმასრულებელი პროდიუსერი[6]
  • კერი ბეკი - აღმასრულებელი პროდიუსერი[6]
  • სტივ გრინი - რეჟისორი[5]
  • პიტერ რემზი - რეჟისორი[5]
  • ჯენიფერ გეცინგერი - რეჟისორი[5]
  • გიტა ვასანტ პატელი - რეჟისორი[5]
  • რიკ ფამუივა - რეჟისორი[5]
  • კერენ გილკრისტი - აღმასრულებელი რეჟისორის თანაშემწე[6]
  • კევინ კაინერი - კომპოზიტორი[5]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 StarWars Lucasfilm-ის მომავალი პროექტების წარდგენა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 ასოკა, წყარო: wga.org (დაარქივებულია ორიგინალიდან)
  3. 3.0 3.1 StarWars მანდალორელი და გროგუ დიდი ეკრანისკენ მიემართება StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 TwitterLogo Star Wars (@starwars) Twitter-ზე: „მადლონა ყველა ფანს, რომელმაც მთელ მსოფლიოში ჩვენთან ერთად @AhsokaOfficial-ის ფანების ღონისძიებებზე გუშინ იზეიმა! მოხარულები ვართ, გამოვაცხადოთ, რომ #Ahsoka-ს ახალი ეპიზოდები ამიერიდან გამოვა სამშაბათობით, წყნაროკეანური დროით 6 საათზე, მხოლოდ @DisneyPlus-ზე.“ (არქივის ბმული)
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 ყველაფერი, რაც 'ასოკაზე' ვიცით, ავტორი: ჩარნა ფლამი, წყარო: Variety (April 8, 2023) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 9, 2023)
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 Disney ლონდონის Star Wars Celebration-ზე წარდგენილია ასოკას ტიზერი და პოსტერი Disney.com-ზე (არქივის ბმული)
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 7.8 AhsokaS1 Logo ასოკაპირველი ნაწილი: მასწავლებელი და შეგირდი, ტიტრები
  8. StarWars SWCC 2019: 9 რამ, რაც შევიტყვეთ მანდალორელის პანელიდან StarWars.com-ზე (არქივის ბმული) უთითებს, რომ მანდალორელის მოვლენების განვითარების პერიოდია ხუთი წელი ჯედაის დაბრუნებიდან. ამ ფილმის მოვლენების განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 4 იბშ. ამრიგად მანდალორელი მოვლენათა განვითარების პერიოდია 9 იბშ. ვინაიდან პუბლიკაცია TwitterLogo Star Wars (@starwars) Twitter-ზე: „ასოკა, ახალი ორიგინალური ტელესერიალი, რომელშიც მონაწილეობს @RosarioDawson და რომელიც აღწერს დაახლოებით @TheMandalorian-ის პერიოდის მოვლენებს, გამოვა @DisneyPlus-ზე.“ (არქივის ბმული) უთითებს, რომ სერიალში ასოკა მოვლენების განვითარება ემთხვევა მანდალორელს, აქაც თხრობა ეხება იავინის ბრძოლიდან 9 წელს მიმდინარე მოვლენებს.
  9. DisneyCompany-favicon Disney Investor Day 2020 The Walt Disney Company-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  10. The Walt Disney Studios All Access, წყარო: Getty Images (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი August 2, 2022)
  11. 11.0 11.1 11.2 'ვარსკვლავური ომები': აჯანყება ტელევიზიით აისახება, ავტორი: ბრეზნიკანი, ენტონი, წყარო: Vanity Fair (May 17, 2022) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 17, 2022)
  12. D23 logo სრული ჯადოქრობა სტუდიების ჩვენებიდან, მეორე დღე: Marvel Studios, Lucasfilm და 20th Century Studios D23.com-ზე (არქივის ბმული)
  13. ჭორი: იგეგმება ასოკა ტანოს მხატვრული სერიალი, რომელიც ამჟამად წარმოების ადრეულ ეტაპზეა, ავტორი: კონრადი, ჯერემი, წყარო: ManaByte (March 30, 2020) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი January 27, 2021)
  14. Disney-ს ბობ აიგერი განიხილავს 'მანდალორელის' დამატებითი სერიალების შესაძლებლობას, ავტორი: კაუჩი, აარონ, წყარო: The Hollywood Reporter (January 4, 2020) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი January 27, 2021)
  15. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 13: ჯედაი
  16. Instagram-Logo rosariodawson (@rosariodawson) - Instagram: ცისბიჭუნა...იციან!!! შევხვდებით, სნიპს (შიგთავსი მოძველებულია; ეკრანის ანაბეჭდი)
  17. TwitterLogo Star Wars (@starwars) Twitter-ზე: „ორიგინალური სერიალ ასოკას წარმოება დღეს იწყება.“ (არქივის ბმული)
  18. TwitterLogo Empire Magazine (@empiremagazine) Twitter-ზე: „დეივ ფილონის თქმით, მათ თავისი თქვეს — და ჩვენ განვაგრძობთ — ტიმოთი ზანთან, თრონის პერსონაჟის შესახებ. „ყველაფერი იწყება ტიმ ზანის წიგნებით“, ამბობს გი. „ბავშვობისას, როდესაც რაღაც სხვა გვინდოდა, გამოვიდა 'იმპერიის მემკვიდრე'“, იხსენებს იგი. „იმდენად უნიკალური და შესანიშნავი იყო“. თრონი ანგარიშგასაწევია. „ძალას არ ფლობს, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, მოგიგებთ.“, ამბობს ფილონი. #StarWarsCelebration“ (არქივის ბმული)
  19. TwitterLogo Star Wars Holocron (@sw_holocron) Twitter-ზე: „დეივ ფილონი ტიმოთი ზანთან კონსულტაციას გადიოდა გრანდ-ადმირალ თრონის ასოკას სერიალში გაცოცხლებაზე. „გვსურს, ვიცოდეთ, რომ სწორად ვაკეთებთ.“ #StarWars #StarWarsCelebration #StarWarsCelebration2023“ (არქივის ბმული)
  20. TwitterLogo Pocket Imaginaire (@PocketImaginair) Twitter-ზე: „On a profité de la venue de Timothy Zahn au @ParisFanFest pour lui poser quelques questions. L'interview complète arrive bientôt mais, en attendant, on ne pouvait pas ne pas partager cet extrait avec vous. Il concerne le devenir d'un certain grand amiral sur écrans... 😋“ (არქივის ბმული)
  21. TwitterLogo Star Wars (@starwars) Twitter-ზე: „„თითქოს ახალ ოჯახში მიმიღეს.“ - ნატაშა ლიუ ბორდიცო საბინის როლის შესრულებაზე #StarWarsCelebration #Ahsoka.“ (არქივის ბმული)
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 22.5 22.6 22.7 SWYTlogo ასოკა | ტიზერი | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 23.5 All Access Pages, რესურსი: The Walt Disney Company საიტზე dam.gettyimages.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 7, 2023)
  24. TwitterLogo Star Wars (@starwars) Twitter-ზე: „ლარს მიკელსენი უერთდება @AhsokaOfficial-ის მსახიობებს როგორც გრანდ-ადმირალი თრონი. #Ahsoka“ (არქივის ბმული)
  25. title=The Walt Disney Studios All Access - STC-trailer2 uhd r709f stills 230711.089317, წყარო: Getty Images (July 11, 2023) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი July 11, 2023)
  26. SWYTlogo ძალა | ასოკა | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
  27. The Walt Disney Studios All Access - STC-027272 R, წყარო: Getty Images (August 15, 2023) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი August 15, 2023)

გარე ბმულები[]

Advertisement