ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია ტელესერიალი. იხილეთ აგრეთვე სხვა მნიშვნელობები.

ვცდილობ, დავაბრუნო არა მხოლოდ ორიგინალური ტრილოგიის, არამედ პირველი ფილმის ესთეტიკა. არა მხოლოდ პირველი ფილმის, მაგრამ პირველი ფილმის პირველი სცენების. როგორი იყო ტატუინზე ცხოვრება? რა ხდებოდა იმ კანტინაში? ეს მიტაცებდა ბავშვობიდან და მე მომწონს 'ვარსკვლავური ომების' უფრო ბნელი მხარის ჩვენების იდეა, 'ვარსკვლავური ომების' 'შეშლილი მაქსის' ასპექტის.
ჯონ ფავრო[15]

მანდალორელი არის მხატვრული ტელესერიალი ვარსკვლავური ომების მიხედვით, რომელსაც აწარმოებს Lucasfilm. ეს სერიალი, რომლის ჩვენება 2019 წლის 12 ნოემბერს ექსკლუზიურად დაიწყო ნაკადოვან სერვის Disney+-ზე, აღწერს ჯედაის დაბრუნებიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს. ჯონ ფავრო არის მისი სცენარის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი, ხოლო რეჟისორებს შორიან არიან დეივ ფილონი, დებორა ჩაუ, რიკ ფამუივა, ბრაის დალას ჰოვარდი და ტაიკა ვაიტიტი.

სერიალის პირველი სეზონის ჩვენება თავდაპირველად მიმდინარეობდა ყოველ პარასკევს (გარდა მისი პირველი და მეშვიდე ეპიზოდებისა). პირველი სეზონის დასრულების შემდეგ, 2020 წლის მაისიდან, გამოდიოდა მანდალორელის წარმოების ამსახველი რვაეპიზოდიანი სერიალი Disney-ს გალერეა: მანდალორელი. 2020 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო სერიალის მეორე სეზონის ჩვენება, რომლის ეპიზოდები ასევე გამოდიოდა ყოველ პარასკევს. სეზონს მიეძღვნა Disney Gallery-ს ორი სპეციალური ეპიზოდი. სერიალის მესამე სეზონი გამოვა 2023 წლის 1 მარტს, ხოლო ფავრო ამჟამად მუშაობს მეოთხე სეზონის სცენარზე.

შესავალი[]

დაახლოებით რომის იმპერიის დაცემის შემდგომ პერიოდს ჰგავს ან ისეთ პერიოდს, როდესაც იაპონიაში ცენტრალიზებული სიოგუნი არ იყო — და, რა თქმა უნდა, ძველ დასავლეთს, სადაც დაუსახლებელ ადგილებში არ არსებობდა რამე სახის მთავრობა.
―ჯონ ფავრო[16]

ჯენგო და ბობა ფეტების ისტორიების შემდეგ ვარსკვლავური ომების სამყაროში ჩნდება კიდევ ერთი მეომარი. მანდალორელის მოვლენები მიმდინარეობს იმპერიის დამხობის შემდგომ, პირველი ორდენის აღმოცენებამდე. ჩვენ ვიხილავთ ეული მონადირის რთულ ცხოვრებას გალაქტიკის შორეულ კუთხეებში, ახალი რესპუბლიკისგან შორს....[17]

წარმოება[]

ვინაიდან სცენარის დიდი ნაწილი დავწერე, ჩვენზე მოვარგე და ისე, რომ ჰქონოდა მასშტაბი ვარსკვლავური ომების პირველი ფილმის, რომელიც შედარებით დაბალბიუჯეტიანი იყო, მიუხედავად გამაოგნებელი ეფექტებისა.
―ჯონ ფავრო[18]

2005 წელს[19] ჯორკ ლუკასმა დაიწყო მხატვრული ტელესერიალის შემუშავება. ჩანაფიქრით, იგი აღწერდა ვარსკვლავური ომების კრიმინალურ სამყაროს.[20] პროდიუსერი რიკ მაკკალუმი მას ადარებდა ტელესერიალს დედვუდი და ფილმს ნათლია[21][22] და მიანიშნებდა, რომ მისი პერსონაჟები იქნებოდნენ ჯილდოზე მონადირეები.[23] 2007 წლის Toy Fair-ზე გამოჩნდა პოსტერი, რომელზეც მინიშნებული იყო ვარსკვლავური ომების მომავალ პროექტებზე, ხოლო სერიალთან დაკავშირებულ სურათზე გამოსახული იყო ბობა ფეტი.[24] შეიქმნა 50 სცენარი, რის შემდეგაც ლუკასი და მაკკალუმი მიხვდნენ, რომ არსებული ტექნოლოგიით სერიალის წარმოების ხარჯი ზედმეტად დიდი იქნებოდა. გადაწყდა, რომ პროექტზე მუშაობა დროებით შეჩერდებოდა.[22][25] 2012 წელს ლუკასმა საკუთარი კომპანია The Walt Disney Company-ს მიჰყიდა[26]. Disney-ს მფლობელობით შემუშავდა ფილმი ბობა ფეტის შესახებ, რომელიც შევიდოდა ანთოლოგიურ სერიაში.[27]

ახალი სერიალის წარმოების შესახებ 2017 წლის 9 ნოემბერს განაცხადა ბობ აიგერმა.[1] 2018 წლის 10 მაისს, ინტერვიუში ენტონი კარბონისთან, ფილმის სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი პრემიერამდე, ჯონ ფავრომ ახსენა, რომ ვარსკვლავური ომების მიხედვით სერიალის სცენარის ნახევარი ჰქონდა დაწერილი.[28] პრემიერისას, ინტერვიუში დენ კეისისთან (Nerdist) მან დაადასტურა, რომ სერიალის მოქმედება მიმდინარეობდა იავინის ბრძოლიდან შვიდი წლის შემდეგ და ახალ პერსონაჟებს წარადგენდა. ფავრომ აგრეთვე განაცხადა, რომ სერიალზე მუშაობამდე Lucasfilm-ს წარუდგინა შესაძლო სერიალის ოთხი სცენარი[29] და იზრუნებდა იმაზე, რომ მისი ხედვა ეკრანზე იქნებოდა გადატანილი.[15]

2018 წლის 6 აგვისტოს The New York Times-ში დაიწერა Disney+-ს, Disney-ს ახალი ნაკადოვანი სერვისის შესახებ და დაადასტურა, რომ ფავროს სერიალის ათი ეპიზოდის ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს. წერილში The New York Times-თან ფავრომ განაცხადა, რომ დისნეის ახალი ნაკადოვანი სერვისით მათ ექნებოდათ რამდენიმეთავიანი ისტორიების თხრობის საშუალება.[30] 2018 წლის 26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ფილმი, რომლის შესაძლო პერსონაჟი ბობა ფეტი უნდა ყოფილიყო, აღარ გამოვიდოდა, ხოლო Lucasfilm ყურადღებას გადაიტანდა მანდალორელზე.[31]

2018 წლის 13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პედრო პასკალთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სერიალში მთავარ როლზე.[32] შემდეგ დღეს, Variety-ს თანახმად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდს შეუერთდა ჯინა კარანო.[33] 30 ნოემბერს Variety-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობთა გუნდს ნიკ ნოლტიც დაემატა.[34] 12 დეკემბერს Lucasfilm-მა ოფიციალურად გამოაქვეყნა მსახიობთა სია, რომლითაც დადასტურდა პასკალის, კარანოს და ნოლტის მონაწილეობა და დაემატა ჯანკარლო ესპოზიტოს, ემილი სუოლოუს, კარლ უეზერსის, ომიდ აბტაის და ვერნერ ჰერცოგის სახელები.[12]

პირველი სეზონის გადაღება დასრულდა 2019 წლის თებერვალში.[35] ცნობილია, რომ ყოველი ეპიზოდის წარმოება ღირდა 15 მილიონი აშშ დოლარი.[36]

თავისი, როგორც სერიალის წამწყვანი პროდიუსერის საქმიანობის აღწერისას, ფავრო ამბობდა: „ეს არ ჰგავს მთავარი მზარეულის საქმეს. შენ ადგენ მენიუს, იყვან ხალხს, რომელიც თავის საქმეში კარგია, ხელმძღვანელობ ხალხს, რომლებიც კერძებს ამზადებენ, ბოლოს კი მიართმევ.“ სერიალზე მუშაობა მან შეადარა რკინის კაცს — პირველი Disney+-ის გაშვებას უკავშირდებოდა, მეორე კი — Marvel-ის კინოსამყაროსი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ორივე პროექტზე მშვიდად მუშაობდა.[15]

წარმოებისას ფავრომ თავისი Instagram-ის ანგარიშზ��� გამოაქვეყნა სურათები გადაღებიდან.[37] ვარსკვლავური ომების შემქმნელი ჯორჯ ლუკასი ეწვია გადაღების მოედანს, ფავროსთვის მოულოდნელად.[38] ამონარიდი ჯონის საუბრიდან GQ Middle East-თან: „ერთი რამ მითხრა [ჯორჯ ლუკასმა] — 'გახსოვდეს, ჯონ, ყველა ამბისა და მითის ნამდვილი მაყურებლები არიან მოზარდები', ვინაიდან ჯოზეფ კემპბელის ნამდვილი მიმდევარია.“[39] ტაიკა ვაიტიტის თანახმად, სერიალი თავისი განწყობით ახლოს იქნება ვარსკვლავური ომების ორიგინალური ტრილოგიის ფილმებთან. თავის ინტერვიუში რეჟისორმა ახსენა, რომ გადაიღო სცენა 50-60 შტორმტრუპერის მონაწილეობით. იცოდა რა, რომ ვარსკვლავური ომების ფანებს სხვა ელემენტებისადმი ინტერესიც ჰქონდათ, ფავრომ ისინი აიღო სერიალებიდან კლონების ომები და აჯანყებულები, ისევე, როგორც ლეგენდების უწყვეტობიდან.[40]

The Mandalorian DF sketch

მანდალორელის ჩანახატი, ავტორი ჯონ ფავრო.

როდესაც გადაღება მიმდინარეობდა მანჰეტენ-ბიჩზე (კალიფორნია), გადამღები ჯგუფის ტექნიკა მოიპარეს, რასაც მოჰყვა გამოძიება.[41][42] ILM-მა ლონდონში შექმნა ფილიალი, ILM TV, რომელიც იმუშავებს ამ და სხვა პროექტების გრაფიკაზე.[43] როგორც პირველად ითქვა კონფერენციის Disney Accelorator დროს,[44] სერიალის სპეციალური ეფექტების შექმნისას გამოყენებულია Epic Games-ის მიერ შემუშავებული ვიდეოთამაშების ძრავა.[45] გადაღება აგრეთვე მიმდინარეობს კალიფორნიაში, საწყობში, რომელსაც იყენებდნენ მოძრაობის დაჭერისთვის.[46]

2019 წლის 2 აპრილს, პირველი სეზონის გამოსვლამდე, Lucasfilm-ს დაუკვეთეს მეორე სეზონის გადაღება.[47] Collider-თან მეფე ლომის კინოვერსიაზე საუბრისას ფავრომ აღნიშნა, რომ წერდა მეორე სეზონის სცენარს და წარმოება დაწყებული იყო.[48]

მუსიკა[]

2018 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სერიალისთვის მუსიკას დაწერდა შავი ავაზას კომპოზიტორი ლუდვიგ იორანსონი.[13] ფავრომ იორანსონი გაიცნო შავი ავაზას რეჟისორის, რაიან კუგლერის მეშვებოთ და ახალი პროექტის შესახებ ესაუბრა მანდალორელის წარმოებამდე ერთი წლით ადრე. როგორც ფავრომ Los Angeles Times-ს განუცხადა, მას სურდა, რომ მუსიკა ყოფილიყო „უფრო გაბედული, მკვეთრი და უფრო ტექნოლოგიურობით სავსე, ნახევრად ტექნოლოგიური, ნახევრად კლასიკური“. იორანსონმა შთაგონებისთვის იმოგზაურა ბუნებაში, ეძებდა „ორგანულ“ ჟღერადობას, რომელშიც აქტიურად იქნებოდა გამოყენებული სასულე საკრავები, ელექტრონულ და ორკესტრულ მუსიკასთან შერწყმით.[49]

გამოშვება[]

სერიალის პირველი ეპიზოდი გამოვიდა 2019 წლის 12 ნოემბერს.[3] მასთან დაკავშირებული საქონელი გამოვიდა Triple Force Friday-ს აღსანიშნად, 2019 წლის 4 ოქტომბერს.[50] ფავრომ, ფილონიმ და მსახიობთა გუნდმა მანდალორელის პანელი წარადგინეს Celebration Chicago-ს ფარგლებში, 2019 წლის 14 აპრილს. ამავე ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებმა იხილეს სერიალის პირველი კადრები.[51] რამდენიმე დღის შემდეგ მსახიობები გამოჩნდნენ გადაცემაში Good Morning America.[52]

2019 წლის 23 აგვისტოს სერიალის პირველი რგოლი აჩვენეს ანაჰაიმში, D23 Expo-ს ფარგლებში, პანელზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ფავრო, ფილონი და მსახიობები — პასკალი, კარანო, უეზერსი, ვაიტიტი და მინგ-ნა ვენი.[53] 19 ოქტომბერს, Disney+-ის პრესისთვის გამართული ღონისძიებების დღეს, Disney-მ პრესის წარმომადგენლებისთვის წარადგინა 27 წუთიანი მონტაჟი.[54] მეორე და საბოლოო რგოლი გამოვიდა 2019 წლის 28 ოქტომბერს.[55] სერიალის მსახიობებმა და შემქმნელებმა მიიღეს მონაწილეობა პირდაპირ ეთერში გამართულ კითხვების და პასუხების ბლოკში, 13 ნოემბერს, პირველი ეპიზოდის ეთერში გასვლიდან შემდეგ დღეს.[56]

The Walt Disney Company-ს ალან ჰორნის თქმით, თუკი სერიალი ისეთივე შთამბეჭდავი იქნება, როგორიც ამჟამად არის, დასაშვებია მანდალორელის ან Disney+-ისთვის, ან კინოთეატრებისთვის ფილმის სახით გამოშვება.[57]

შემადგენლობა[]

შესანიშნავ დროს ვატარებთ ამ საოცრად ნიჭიერ კოლექტივთან მუშაობით და მოხარულები ვართ, რომ სხვებიც ხედავენ, თუ რას ვაკეთებთ.
―ჯონ ფავრო StarWars.com-თან საუბრისას როლების შემსრულებელთა ოფიციალური წარდგენისას[12]

ტიპით [+/–]

მსახიობები გუნდი

მსახიობები

ძირითადი მსახიობების გარდა, შტორმტრუპერთა როლებს ასრულებენ 501-ე ლეგიონის წევრები.[78]

გუნდი

  • ჯონ ფავრო – აღმასრულებელი პროდიუსერი, სცენარისტი და ეპიზოდების რეჟისორი[6]
  • კეთლინ კენედი – აღმასრულებელი პროდიუსერი[7]
  • დეივ ფილონი – აღმასრულებელი პროდიუსერი, სცენარისტი და ეპიზოდების რეჟისორი[7]
  • კოლინ უილსონი – აღმასრულებელი პროდიუსერი[7]
  • კერენ გილკრისტი – აღმასრულებელი პროდიუსერის თანაშემწე[7]
  • დებორა ჩაუ – ეპიზოდების რეჟისორი[7]
  • რიკ ფამუივა – აღმასრულებელი პროდიუსერი,[11] სცენარისტი და ეპიზოდების რეჟისორი[7]
  • ბრაის დალას ჰოვარდი – ეპიზოდების რეჟისორი[7]
  • ტაიკა ვაიტიტი – ეპიზოდების რეჟისორი[7]
  • პეიტონ რიდი – ეპიზოდების რეჟისორი[74]
  • კარლ უეზერსი – ეპიზოდების რეჟისორი[79]
  • რობერტ როდრიგესი – ეპიზოდების რეჟისორი[80]
  • ნოა კლური – სცენარისტი[2]
  • ლუდვიგ იორანსონი – კომპოზიტორი[13]
  • დაგ ჩენგი – დიზაინერი[40]

ეპიზოდები[]

სეზონი ლოგო ეპიზოდი პირველად ეთერში უკანასკნელად ეთერში
პირველი MandoS1Logo
8[81]
12 ნოემბერი, 2019[3] 27 დეკემბერი, 2019[5]
მეორე[82] TheMandalorianSeasonTwoLogo
8[83]
30 ოქტომბერი, 2020[82]
18 დეკემბერი, 2020[84]
მესამე[85]
MandoS3Logo
8[2]
1 მარტი, 2023[86]
ცნობილი გახდება
მეოთხე[87]
ცნობილი გახდება
ცნობილი გახდება

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 'ვარსკვლავური ომების' ახალი ტრილოგია მზადდება რაიან ჯონსონის მონაწილეობით, Disney-ს ნაკადოვან სერვისზე აგრეთვე გამოვა ტელესერიალი, რესურსი: Variety საიტზე variety.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი June 30, 2022)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 მანდალორელი - Writers Guild of America West საიტზე directories.wga.org (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი December 3, 2022)
  3. 3.0 3.1 3.2 StarWars D23 Expo 2019: ნაჩვენებია მანდალორელის პოსტერი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 4.2 StarWars ჯონ ფავრო იქნება ვარსკვლავური ომების მხატვრული ტელესერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი და სცენარისტი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  5. 5.0 5.1 5.2 ᲛᲐᲜᲓᲐᲚᲝᲠᲔᲚᲘᲡ პროექტი, ერთფურცლიანი დოკუმენტი 10.9 (PDF) საიტზე lumiere-a.akamaihd.net (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი March 21, 2020) გვერდიდან Disney მანდალორელი, მედიაკომპლექტი Disney.com-ზე (არქივის ბმული)
  6. 6.0 6.1 Disney მანდალორელი | Disney+ Originals Disney.com-ზე (არქივის ბმული)
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 7.11 7.12 7.13 7.14 7.15 7.16 StarWars მანდალორელის პირველი კადრი, ცნობილია რეჟისორები StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  8. 8.0 8.1 'მანდალორელის' მეორე სეზონში დეივ ფილონი რეჟისორად ბრუნდება, ავტორი: ანდერტონი, ითენ, წყარო: /Film (March 8, 2020) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი March 21, 2020)
  9. ცნობილი მანდალორელის მეორე სეზონის ახალი რეჟისორი: „ადამიანი ჭიანჭველის“ პეიტონ რეიდი, ავტორი: ლორენს, გრეგორი, წყარო: Collider (May 4, 2020) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 5, 2020)
  10. TwitterLogo რობერტ როდრიგესი (@Rodriguez) Twitter-ზე: „ნამდვილად მოხარული ვარ, რომ მქონდა იშვიათი პატივი, გადამეღო სამყაროს უდიდესი ვარსკვლავი. @StarWars #TheMandalorian #MayThe4th #StarWarsDay“ (ეკრანის ანაბეჭდი)
  11. 11.0 11.1 TwitterLogo The Mandalorian (@themandalorian) Twitter-ზე: „გარდა რეჟისორისა, რიკ ფამუივა აგრეთვე იქნება #TheMandalorian-ის მესამე სეზონის აღმასრულებელი პროდიუსერი. #StarWarsCelebration“ (არქივის ბმული)
  12. 12.00 12.01 12.02 12.03 12.04 12.05 12.06 12.07 12.08 12.09 12.10 StarWars პედრო პასკალი არის მანდალორელი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  13. 13.0 13.1 13.2 StarWars ლუდვიგ იორანსონი იქნება მანდალორელის მუსიკალური თანხლების კომპოზიტორი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  14. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ეპიზოდებში თავი 1: მანდალორელი და თავი 16: გადარჩენა მოვლენათა განვითარების დროა 9 იბშ. #1–16 თავების მოვლენები ამრიგად ვითარდება იავინის ბრძოლიდან 9 წელს, #17–24 თავები კი — იმავე წელს.
  15. 15.0 15.1 15.2 ჯონ ფავრო საუბრობს 'ვარსკვლავური ომების' სერიალ 'მანდალორელზე', Marvel-ის გეგმებსა და ახალ საქმიანობაზე, ავტორი: ბელონი, მეთიუ, წყარო: The Hollywood Reporter (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 27, 2020)
  16. 16.0 16.1 მანდალორელი უნიღბოდ: 'ისეთი რამ გავაკეთეთ, რაც ვარსკვლავური ომების მოყვარულს არასოდეს უნახავს', ავტორი: ჰიბერდი, ჯეიმზ, წყარო: Entertainment Weekly (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 22, 2020)
  17. Facebook icon ჯონ ფავრო Facebook-ზე: ჯონ ფავრო აცხადებს მანდალორელის გამოშვების შესახებ (October 3, 2018): „#StarWars #TheMandalorian“ (ეკრანის ანაბეჭდი)
  18. ნოვატორები, რესურსი: Directors Guild of America, წყარო: dga.org (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი January 8, 2020)
  19. StarWars starwars.com Celebration III-ზე: მადლბა შემქმნელს: ჯორჯ ლუკას StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  20. მხატვრული ტელესერიალის სამუშაო სახელწოდება ცნობილია, რესურსი: TheForce.net საიტზე www.theforce.net (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი January 1, 2020)
  21. პროდიუსერი რიკ მაკკალუმი საუბრობს წითელ კუდებზე და ვარსკვლავური ომების მხატვრულ ტელესერიალზე; სერიალს აღწერს როგორც „კვლავ სტეროიდებზე შემჯდარ იმპერიის საპასუხო შეტევას“, რესურსი: Collider.com საიტზე collider.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი January 8, 2020)
  22. 22.0 22.1 ვარსკვლავური ომების ტელესერიალი, შესაძლოა, პრაღაში გადაიღონ საიტზე www.ceskapozice.cz (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი June 13, 2011)
  23. ექსკლუზიური ინტერვიუ: ვარსკვლავური ომების პროდიუსერი რიკ მაკკალუმი საუბრობს 3D და ტელესერიალებზე, რესურსი: ifMagazine.com საიტზე www.ifmagazine.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი October 24, 2006)
  24. Jedi Temple Archives Toy Fair 2007-ზე საიტზე www.jeditemplearchives.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 9, 2019)
  25. ვარსკვლავური ომების 3D და მხატვრული ტელესერიალის სიახლეები ჯორჯ ლუკასისგან, რესურსი: movieweb.com საიტზე movieweb.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი March 7, 2020)
  26. Disney შეიძენს Lucasfilm Ltd.-ს, წყარო: The Walt Disney Company (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი November 1, 2012)
  27. ვარსკვლავური ომების პროდიუსერები აჩერებენ მუშაობას ბობა ფეტის ცალკეულ ფილმზე, წყარო: Entertainment Weekly (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი January 8, 2020)
  28. SWYTlogo პირდაპირი ეთერი სოლოს წითელი ხალიჩიდან! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
  29. ექსკლუზიური დეტალები ჯონ ფავროს 'ვარსკვლავური ომების' ტელესერიალის შესახებ, რესურსი: nerdist.com საიტზე nerdist.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი September 17, 2018)
  30. Disney-ს ნაკადოვანი სერვისი აქტიურდება., რესურსი: nytimes.com საიტზე www.nytimes.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი August 6, 2018)
  31. ბობა ფეტის ფილმი აღარ გამოვა საიტზე www.cinemablend.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 25, 2019)
  32. მანდალორელში მთავარ როლს შეასრულებს პედრო პასკალი სატახტოთა თამაშებიდან საიტზე io9.gizmodo.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 22, 2020)
  33. ჯინა კარანო უერთდება 'ვარსკვლავური ომების' სერიალ 'მანდალორელს', რესურსი: Variety საიტზე variety.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი December 21, 2019)
  34. 'მანდალორელის' მსახიობებს ემატება ნიკ ნოლტი, რესურსი: Variety საიტზე variety.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი September 29, 2019)
  35. მანდალორელი: გადაღებები დასრულდა!, რესურსი: fanthatracks.com საიტზე www.fanthatracks.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 13, 2020)
  36. მომოას „იხილე“ და „მანდალორელი“ მთელი ქონება ღირდა, რესურსი: Dark Horizons საიტზე www.darkhorizons.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი November 30, 2019)
  37. StarWars ჯონ ფავროს სურათები მანდალორელის გადაღებიდან StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  38. Instagram-Logo ჯონ ფავრო - Instagram: მანდალორელი (ეკრანის ანაბეჭდი)
  39. აი, რაზე ისაუბრეს ჯონ ფავრომ და ლუკასმა მანდალორელთან დაკავშირებით, რესურსი: gqmiddleeast.com, წყარო: GQ Middle East (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 27, 2020)
  40. 40.0 40.1 40.2 40.3 SWYTlogo მანდალორელის პანელი - კვირა ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
  41. პოლიცია იძიებს ქურდობას ვარსკვლავური ომების სერიალის გადაღებისას., რესურსი: theblast.com საიტზე theblast.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 4, 2020)
  42. მასშტაბური ქურდობა სტუდიაში, რომელშიც იღებენ ვარსკვლავური ომების ტელესერიალ მანდალორელს, რესურსი: hollywoodreporter.com, წყარო: The Hollywood Reporter (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი February 25, 2020)
  43. Industrial Light & Magic ხსნის ILM TV-ს, რესურსი: ilm.com საიტზე www.ilm.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი July 14, 2019)
  44. 2018 წლის Disney Accelerator-ის ნიმუშების დღე ნაჩვენები იქნება ABCNews.com-ზე, რესურსი: thewaltdisneycompany.com საიტზე www.thewaltdisneycompany.com (დაარქივებულია ორიგინ��ლიდან , თარიღი April 11, 2020)
  45. ნოვატორები, რესურსი: dga.org საიტზე www.dga.org (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი January 8, 2020)
  46. 'მანდალორელის' მსახიობი ჯანკარლო ესპოზიტო აღწერს 'ვარსკვლავური ომების' სერიალში გამოყენებულ ახალ ტექნოლოგიას, რესურსი: collider.com საიტზე collider.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 20, 2020)
  47. ექსკლუზივი: Disney+-ზე უკვე მოსალოდნელია ვარსკვლავური ომების მხატვრულ სერიალ მანდალორელის მეორე სეზონი, რესურსი: hnentertainment.co საიტზე hnentertainment.co (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი August 13, 2019)
  48. ექსკლუზივი: ჯონ ფავრო ამბობს, რომ უკვე წერს სცენარს და იღებს 'მანდალორელის' მეორე სეზონის პირველ სცენებს, რესურსი: Collider საიტზე collider.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 20, 2020)
  49. 'შავი ავაზას' კომპოზიტორ ლუდვიგ იორანსონის ახალი ჟღერადობა 'ვარსკვლავური ომების' ტელესერიალ 'მანდალორელში', რესურსი: latimes.com, წყარო: Los Angeles Times (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 10, 2020)
  50. StarWars Triple Force Friday-ს ანონსი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  51. StarWars მანდალორელის პანელის Celebration Chicago-ს ფარგლებში დადასტურება StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  52. 'მანდალორელის' მსახიობები და შემქმნელები აზიარებენ 'ვარსკვლავური ომების' სერიალის დეტალებს, რესურსი: goodmorningamerica.com საიტზე www.goodmorningamerica.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 13, 2020)
  53. StarWars შორეული, შორეული გალაქტიკა ახლა ოდნავ დიდია… StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  54. 'მანდალორელის' პირველ რეაქციებში Disney+-ის 'ვარსკვლავური ომების' ტელესერიალი აღწერილია როგორც 'სრულიად არაჩვეულებრივი' საიტზე collider.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი January 14, 2020)
  55. SWYTlogo მანდალორელი – ოფიციალური ტრეილერი 2 | Disney+ | 12 ნოემბერს ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
  56. Facebook icon Star Wars (@StarWars) Facebook-ზე: ანონსი: „დღეს საღამოს! ჩართეთ კითხვები და პასუხები #TheMandalorian-ის მსახიობებთან და შემქმნელებთან, Verizon-ის მხარდაჭერით. იხილეთ აქ: 8:30pm PST.“ (ეკრანის ანაბეჭდი)
  57. Disney Studios-ის ხელმძღვანელი ალან ჰორნი სკორსეზეს და Marvel-ის დაპირისპირებაზე, გამომწვევი ბიზნესის გამოწვევებზე, რესურსი: Variety საიტზე variety.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 9, 2020)
  58. Disney ეპიზოდური ფოტოები | DTCI Media Disney.com-ზე (არქივის ბმული)
  59. 59.0 59.1 59.2 აი რა მოხდა მანდალორელის საიდუმლო კადრებში, ავტორი: ბრეზნიკანი, ენტონი, წყარო: Entertainment Weekly (April 14, 2019) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი December 2, 2021)
  60. 60.0 60.1 პირველი შეთვალიერება: მინგ-ნა ვენის ვარსკვლავური ომების ლიკვიდატორი მანდალორელიდან, ავტორი: ენტონი ბრეზნიკანი, წყარო: Vanity Fair (November 4, 2019) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი January 21, 2020)
  61. Instagram-Logo ჯონ ფავრო - Instagram: აღწერის გარეშე (21 March, 2019) (ეკრანის ანაბეჭდი)
  62. მანდალორელს აღწერენ როგორც ვარსკვლავური ომების კლინტ ისტვუდს, ავტორი: ბრეზნიკანი, ენტონი, წყარო: Entertainment Weekly (April 14, 2019) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 22, 2020)
  63. 63.0 63.1 63.2 63.3 63.4 63.5 63.6 63.7 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 1: მანდალორელი, ტიტრები
  64. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 3: დანაშაული, ტიტრები
  65. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 2: ბავშვი, ტიტრები
  66. მანდალორელის მესამე ეპიზოდის დამალული დეტალები: სიცოცხლის დღე, რკინის კაცი, პრინცესა ლეია და სხვა, ავტორი: ბრეზნიკანი, ენტონი, წყარო: Vanity Fair (November 22, 2019) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი December 5, 2019)
  67. ᲛᲐᲜᲓᲐᲚᲝᲠᲔᲚᲘ: 12 ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲣᲠᲐᲗᲘ DISNEY+-ᲘᲡ ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘᲡ ᲡᲔᲠᲘᲐᲚᲘᲓᲐᲜ, ავტორი: გრიფინი, დეივიდ, წყარო: IGN (August 24, 2019) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი September 21, 2019)
  68. 68.0 68.1 68.2 68.3 68.4 68.5 მანდალორელმა ამ კვირაში რამდენიმე ახალ ვარსკვლავს შეგვახვედრა, ავტორი: ლუსიე, ჟერმენ, წყარო: io9 (December 13, 2019) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი December 13, 2019)
  69. TwitterLogo Eric Goldman (@TheEricGoldman) Twitter-ზე: „ბობ აიგერის თქმით, მინგ-ნა ვენი მანდალორელის შემადგენლობაშია! კამერასთან? ახმოვანებს? (ვიცოდით? მე არ ვიცოდი!) #D23Expo“ (არქივის ბმული)
  70. TwitterLogo ნატალია ტენა (@NatTenaLady) Twitter-ზე: „ის რგოლი, როგორც იქნა, გამოვიდა! შეგიძლიათ, იპოვოთ ჩემი უცხომიწელის იისფერი სახე? მოხარული ვარ, რომ ამ მაგარ სერიალში ვმონაწილეობ, ჩემში დამალული გიკი, გამობმული ზანზალაკებით, სალტოებით დახტის.“ (არქივის ბმული)
  71. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 9: მარშალი, ტიტრები
  72. ექსკლუზიური: ტიმოთი ოლიფანტი მანდალორელის მეორე სეზონში ატარებს ბობა ფეტის ცნობილ ჯავშანს, ავტორი: სკირეტა, პიტერ, წყარო: /film (May 19, 2020) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 19, 2020)
  73. 'მანდალორელი': ტემუერა მორისონი ბრუნდება 'ვარსკვლავური ომების' სამყაროში ბობა ფეტის როლის შესასრულებლად, ავტორი: კაუჩი, აარონ, წყარო: The Hollywood Reporter (May 8, 2020) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 8, 2020)
  74. 74.0 74.1 74.2 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 10: მგზავრი
  75. 75.0 75.1 75.2 75.3 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 11: მემკვიდრე
  76. 76.0 76.1 76.2 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 13: ჯედაი
  77. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 16: გადარჩენა
  78. 'მანდალორელი': აი რა არის აქამდე ცნობილი 'ვარსკვლავური ომების' მხატვრულ ტელესერიალზე, ავტორი: სნოუდენი, სკოტ, წყარო: Space.com (May 2, 2019) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი June 3, 2019)
  79. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 12: ალყა
  80. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 14: ტრაგედია
  81. 'მანდალორელი': ჯონ ფავროს მიერ Star Wars Celebration-ზე წარდგენილი Disney+-ის სერიას ნაწყვეტი, რესურსი: The Hollywood Reporter საიტზე www.hollywoodreporter.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი November 13, 2019)
  82. 82.0 82.1 StarWars მანდალორელის მეორე სეზონი იწყება 30 ოქტომბერს Disney+-ზე StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  83. მანდალორელის ექსკლუზიური სიახლე: მეორე სეზონის პირველი გადახედვა, ავტორი: ჰიბერდი, ჯეიმზ, რესურსი: ew.com, წყარო: Entertainment Weekly (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი September 8, 2020)
  84. მანდალორელი: მეორე სეზონი: მედიაკომპლექტი (PDF p. 1), რესურსი: The Walt Disney Company, წყარო: Walt Disney Direct-to-Consumer & International (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი November 5, 2020)
  85. 'მანდალორელის' ფილმი? პედრო პასკალი და ჯონ ფავრო 'ვარსკვლავური ომების' უახლესი ფრანშიზის მომავლის შესახებ, ავტორი: ვერი, ადამ ბ., რესურსი: Variety, წყარო: Variety (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი October 16, 2020)
  86. TwitterLogo Star Wars (@starwars) Twitter-ზე: „მანდალორელი და გროგუ ბრუნდება 1 მარტს მხოლოდ @DisneyPlus-ზე.“ (არქივის ბმული)
  87. ჯონ ფავრო ადასტურებს, რომ მუშაობს მანდალორელის მეოთხე სეზონზე და ამავე დროს — ვარსკვლავური ომების გადაკვეთების შესაძლებლობებზე, ავტორი: აიზენბერგი, ერიკ, რესურსი: Future Inc., წყარო: CinemaBlend (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 29, 2022)

გარე ბმულები[]

Advertisement