ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
აკოლიტი ამ გვერდზე მისამართდება. შესაძლოა, ეძებთ სტატიას ტერმინის სხვა მნიშვნელობები.

აკოლიტი არის ვარსკვლავური ომების ტელესერიალი, რომელიც Disney+-ისთვის მომზადდა ლესლი ჰედლენდის მიერ. იგი არის მისი რეჟისორი, აღმასრულებული და წამყვანი პროდიუსერი. სერიალის მომზადების შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი 2020 წლის 4 მაისს, StarWars.com-ის მეშვეობით.[2] სერიალის თემაა ბნელი მხარის ძალების გაძლიერება დიდებული რესპუბლიკის ეპოქის მიწურულს. აკოლიტის ეპიზოდები გამოდიოდა Disney+-ზე, 2024 წლის 4 ივნისიდან 16 ივლისის ჩათვლით.

ოფიციალური აღწერა

„აკოლიტი“ არის მისტიკური თრილერი, რომელიც მაყურებელს ამოგზაურებს დიდი რესპუბლიკის მიწურულის წყვდიადით მოცული საიდუმლოებების და ცხადი ბნელი ძალების გალაქტიკაში. ყოფილი პადავანი მასწავლებელ ჯედაისთან ერთად იძიებს დანაშაულების მთელ რიგს, მაგრამ ძალები, რომლებსაც ეჯახებიან, უფრო სახიფათოა, ვიდრე ფიქრობდნენ.[5]

შემუშავება

ვფიქრობ, რომ ხედავთ მორალურად უფრო არაერთგვაროვან პერსონაჟებს, ვიდრე „ვარსკვლავური ომების“ სხვა მასალებში გინახავთ. და ვფიქრობ, რომ თამამად შემიძლია, ეს ვთქვა: არ მგონია, რომ სხვა სერიალებში ისეთ მოქმედებას ნახავთ, რომელსაც ჩვენთან იხილავთ. უბრალოდ ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა, გაგვეკეთებინა შოუ ცუდებზე და იმ პერიოდში ამის განვითარება ყველაზე სწორი ჩანდა, ასე, რომ, ამით განსხვავდება. თითქოს ამობრუნებულია. აქ უფრო მეტად ჯედაი გვყავს, ვიდრე „ვარსკვლავური ომების“ სხვა მასალებში გინახავთ.
―ლესლი ჰედლენდი[10]
Acolyte-BTS

ამანდლა სტენბერგი, ლი ჯონ-ჯე და რეჟისორი ლესლი ჰედლენდი

2020 წლის 22 აპრილს Variety-მ გამოაქვეყნა ცნობა, რომ Disney+-ისთვის რუსული თოჯინის თანაავტორ ლესლი ჰედლენდის, როგორც სცენარისტის და შოურანერის მიერ, მზადდებოდა ვარსკვლავური ომები სერიალი. ამ ინფორმაციის თანახმად, სერიალის მთავარი გმირები იქნებოდნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები და იგი განვითარდებოდა ვარსკვლავური ომების ახალ ქრონოლოგიაში.[11] სერიალის ანონსი ოფიციალურად გამოქვეყნდა 2020 წლის 4 მაისს, StarWars.com-ზე. ამ ანონსის თანახმად, ჰედლენდი იქნებოდა პროექტის ხელმძღვანელი პროდიუსერიც.[2] სერიალის სახელწოდება, ლოგო და ძირითადი აღწერა ცნობილი გახდა Disney-ს ინვესტორების შეხვედრაზე, 2020 წლის 10 დეკემბერს.[12] რეინ რობერტსი აგრეთვე მუშაობდა სერიალის შემუშავებაზე ჰედლენდთან ერთად.[13]

2022 წლის 22 ივლისს Instagram-ზე ოფიციალურად გამოქვეყნდა ინფორმაცია ამანდლა სტენბერგის სერიალში მონაწილეობის შესახებ.[7] 2022 წლის 7 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთში დაიწყო სერიალის წარმოება, ისევე, როგორც მსახიობთა შემადგენლობის რამდენიმე სხვა წევრი.[5] 2023 წლის ივლისში ჰედლენდმა ისაუბრა სერიალის სტილზე და პერსონაჟებზე, გაუსვა ხაზი რა ვარსკვლავური ომების სამყაროს მორალური ნაცრისფერი ფერების ჩვენებას და გამორჩეულ მოქმედებით სცენებს.[10]

ეპიზოდები

# სურათი სახელწოდება პირველად ეთერში წარმ. #
1 LostFoundThumbnailAcolyte დაკარგული / ნაპოვნი 1-1[1]
2 RevengeJusticeThumbnailAcolyte შურისძიება / სამართლიანობა 1-2[1]
3 Destiny-TheAcolyte-Thumbnail ბედისწერა 11 ივნისი, 2024[14] 1-3[1]
4 Day-TheAcolyte-Thumbnail დღე 18 ივნისი, 2024[14] 1-4[1]
5 Night-TheAcolyte-Thumbnail ღამე 25 ივნისი, 2024[14] 1-5[1]
6 TeachCorrupt-Thumbnail ასწავლე / გარყვენი 2 ივლისი, 2024[15] 1-6[1]
7 Choice-TheAcolyte-Thumbnail არჩევანი 9 ივლისი, 2024[1]
8 TheAcolyte-episode-Thumbnail აკოლიტი 16 ივლისი, 2024 1-8[1]

მედია

შემადგენლობა

ტიპით [+/–]

მსახიობები გუნდი

მსახიობები

გუნდი

  • ლესლი ჰედლენდი – შემქმნელი, სცენარისტი, აღმასრულებელი პროდიუსერი, შოურანერი,[2] რეჟისორი[5]
  • კეთლინ კენედი – აღმასრულებელი პროდიუსერი[5]
  • საიმონ ემანუელი – აღმასრულებელი პროდიუსერი[5]
  • ჯეფ ფ. კინგი – აღმასრულებელი პროდიუსერი[5]
  • ჯეისონ მიკალეფი – აღმასრულებელი პროდიუსერი,[5] writer[1]
  • კორ ადანა – აღმასრულებელი პროდიუსერის თანაშემწე, სცენარისტი[1]
  • შარმენ დეგრატე – აღმასრულებელი პროდიუსერის თანაშემწე, სცენარისტი[1]
  • კლერ კიჩელი – ხელმძღვანელი პროდიუსერი, სცენარისტი[1]
  • ჯენ რიჩარდსი – მრჩეველი პროდიუსერი, სცენარისტი[1]
  • ჯოსლინ ბაიო – მრჩეველი პროდიუსერი, სცენარისტი[1]
  • ეილინ შიმი – პროდიუსერი, სცენარისტი[1]
  • დემიენ ანდერსონი – პროდიუსერი[5]
  • რეინ რობერტსი – შემუშავება,[13] პროდიუსერი[5]
  • კემერონ სკუაირსი – თანაპროდიუსერი, სცენარისტი[1]
  • ჯესმინ ფლაურნოი – საშტატო სცენარისტი[1]
  • მაიკლ ებელსი – კომპოზიტორი[6]
  • ჯეიმზ ფრენდი – ოპერატორი[28]
  • კრის ტიგი – ოპერატორი[28]
  • მიიკა ლესკინენი – Editor[28]

წყაროები

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 1.28 1.29 აკოლიტი, წყარო: Writers Guild of America West (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი November 7, 2023)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 StarWars აკადემიის ჯილდოს მფლობელი ტაიკა ვაიტიტი იქნება რეჟისორი და სცენარის თანაავტორი ვარსკვლავური ომების ახალი კინოფილმისთვის; ოსკარის ნომინანტი კრისტი უილსონ-კერნსი ვაიტიტისთან ერთად სცენარს დაწერს StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  3. 3.0 3.1 StarWars იხილეთ აკოლიტის იდუმალების გამჟღავნება გარკვეულ კინოთეატრებში 3 ივნისს StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 StarWars აკოლიტის ტიზერ-პოსტერი, ცნობილია პრემიერის თარიღი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 5.13 5.14 5.15 5.16 5.17 5.18 5.19 5.20 5.21 5.22 5.23 5.24 5.25 5.26 5.27 5.28 5.29 StarWars ორიგინალური სერიალ აკოლიტს მსახიობთა წარდგენა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 StarWars აკოლიტის ტრეილერის, მთავარი გრაფიკის და პრემიერის თარიღის გამჟღავნება StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  7. 7.0 7.1 7.2 Instagram-Logo ამანდლა სტენბერგი (@amandlastenberg) - Instagram: შემდეგი გაჩერება: შორეული, შორეული გალაქტიკა… ძალიან მოხარული ვარ, საბოლოოდ, გაცნობოთ, რომ ვუერთდები Star Wars: #TheAcolyte-ს ! პატივი მაქვს ყველაზე მცირეა, რისი თქმაც შემიძლია. დაე, ძალა იყოს თქვენთან 🖤 (22 July, 2022) (ეკრანის ანაბეჭდი)
  8. 8.0 8.1 SW Celeb Tues Wrap Up Press Blast, წყარო: The Walt Disney Studios Media Kits Official Brand Assets (April 11, 2023) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი December 7, 2023)
  9. StarWars დაკარგული / ნაპოვნი, ეპიზოდების ცნობარი | აკოლიტი StarWars.com-ზე (არქივის ბმული) უთითებს, რომ სერიალ აკოლიტის მოვლენები ვითარდება ფარული მუქარის მოვლენებამდე 100 წლით ადრე. ამ ფილმის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 32 იბ. ამრიგად, აკოლიტში მოვლენათა განვითარების დროა 132 იბ.
  10. 10.0 10.1 'აკოლიტის' შოურანერი გვპირდება უფრო მეტ მოქმედებას, მეტ ჯედაებს და მეტ მორალურ არაერთგვაროვნებას, რაც აქამდე გვინახავს, წყარო: CultureSlate (July 21, 2023) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი August 1, 2023)
  11. Disney Plus-ისთვის მზადდება 'ვარსკვლავური ომების' სერიალი 'რუსული თოჯინის' თანაავტორ ლესლი ჰედლენდისგან (ᲔᲥᲡᲙᲚᲣᲖᲘᲣᲠᲘ), ავტორი: Joe Otterson, წყარო: Variety (April 22, 2020) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 4, 2020)
  12. StarWars Lucasfilm-ის მომავალი პროექტები ცნობილია StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  13. 13.0 13.1 Lucasfilm რეინ რობერტსი Lucasfilm.com-ზე (არქივის ბმული)
  14. 14.0 14.1 14.2 DisneyPlusLogo შემდეგი Disney+-ზე: ივნისი, 2024 Disney+-ზე (არქივის ბმული)
  15. DisneyPlusLogo შემდეგი Disney+-ზე: ივლისი, 2024 Disney+-ზე (არქივის ბმული)
  16. 16.00 16.01 16.02 16.03 16.04 16.05 16.06 16.07 16.08 16.09 16.10 16.11 16.12 16.13 The Acolyte logo Celebration აკოლიტიდაკარგული / ნაპოვნი, ტიტრები
  17. StarWars-DatabankII კაიმირი Databank-ში (არქივის ბმული)
  18. StarWars „რაც არ უნდა გეჩვენოთ „აკოლიტი“, ის სულ სხვა რამ არის“: ვარსკვლავური ომების სერიალის შემქმნელი ლესლი ჰედლენდი გვართობს პირველი ტრეილერით StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  19. The Walt Disney Studios All Access - PDX-FF-001560, წყარო: Getty Images (March 19, 2024) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი March 19, 2024)
  20. The Walt Disney Studios All Access - PDX-FF-002650, წყარო: Getty Images (May 4, 2024) (დაარქივებულია ორიგინალიდან)
  21. SWYTlogo Star Wars Celebration LIVE! 2023 - ᲓᲦᲔ 1 ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
  22. StarWars SWCE 2023: 11 აღსანიშნავი რამ Lucasfilm-ის სტუდიის წარდგენიდან StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  23. TwitterLogo ებიგეილ თორნი (@PhilosophyTube) Twitter-ზე: „მსახიობი და სცენარისტი. ეურუსი ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠ ᲝᲛᲔᲑᲨᲘ; ნოკტურნი BALDUR'S GATE 3-ში; ჯესი ᲯᲐᲜᲒᲝᲨᲘ.“
  24. The Walt Disney Studios All Access - PDX-052717 R, წყარო: Getty Images (April 25, 2024) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 26, 2024)
  25. 25.0 25.1 The Walt Disney Studios All Access - PDX-058458 R, წყარო: Getty Images (April 25, 2024) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 26, 2024)
  26. გალაქტიკის მომავლის გამჟღავნება: ვარსკვლავური ომების მომავალი შოუების სრული მეგზური, წყარო: Hoc Marketing (March 10, 2023) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი December 28, 2023)
  27. ცნობილი ხდება, რომ 'ისრის' მსახიობი უერთდება 'ფარული მუქარის' პრიკველს, წყარო: Screen Rant (April 19, 2024) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი April 19, 2024)
  28. 28.0 28.1 28.2 'ვარსკვლავური ომები: აკოლიტი': სიუჟეტი, მსახიობები, ეპიზოდების რაოდენობა და ყველაფერი, რაც უკვე ცნობილია, ავტორი: ითან არბაკლი, წყარო: Collider (July 29, 2023) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი March 1, 2024)

გარე ბმულები

Advertisement