შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებ��ე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

აბუქირის ბრძოლა
აბუქირის ბრძოლა
აბუქირის ბრძოლა — საზღვაო ბრძოლა დაახლოებით 8-ათასიან ფრანგულ არმიასა და 18-ათასიან ოსმალეთის არმიას შორის. გაიმართა 1799 წლის 25 ივლისს ეგვიპტის სანაპიროზე, აბუქირის ყურეში, იმ ადგილას სადაც ერთი წლით ადრე ადმირალმა ნელსონმა თითქმის მთელი ფრანგული არმია გაანადგურა. ფრანგების არმიას ხელმძღვანელობდა ნაპოლეონ ბონაპარტი, ხოლო ოსმალეთის არმიას საიდ მუსტაფა-ფაშა. აბუქირის ბრძოლა ნაპოლეონის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე შედეგის მომტანი გახდა, მთლიანად გაანადგურა ოსმალეთის ფლოტი მცირე დანაკარგის საფასურად.

სიახლეები

მასუდ ფეზეშქიანი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


25 ივლისი — ამ დღეს...

კონსტანტინე I
კონსტანტინე I
  • 306 : კონსტანტინე I-ს (სურათზე) მისი მეომრები რომის იმპერატორად აცხადებენ.
  • 1261 : ნიკეის ჯარი მიხეილ VIII პალეოლოგოსის მეთაურობით იბრუნებს ქალაქ კონსტანტინოპოლს, რითაც ბიზანტიის იმპერია აღდგა.
  • 1799 : აბუქირის ბრძოლაში ნაპოლეონ I ოსმალეთის იმპერიის 10.000-იან ჯარს ამარცხებს.
  • 1897 : ჯეკ ლონდონი უერთდება კლონდაიკის ოქროს ცხელებას, სადაც ის თავის პირველ წარმატებულ ნაწარმოებებს წერს.
  • 1920 : ტელეკომუნიკაციის ერა: პირველი ტრანსატლანტიკური ორმხრივი რადიო გადაცემა განხორციელდა.
  • 2000 : ეარ ფრანსის რეისი 4590, კონკორდის ზესწრაფი სამგზავრო თვითმფრინავი კატასტროფას განიცდის პარიზიდან აფრენისას რამდენიმე წამში.
  • 2007 : პრატიბა პატილი ინდოეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
  • იცით თუ ა��ა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი