Developer information

თქვენ გაქვთ ახალი და მაგარი ჩადგმა და თქვენ იმედი გაქვთ, რომ მიიღებთ გამოხმაურებას მის შესახებ. სწორ ადგილას მოხვდით. უბრალოდ გვთხოვეთ მისი განთავსება . თქვენ შეგიძლიათ:

  • ნახეთ, თუ რამდენი ადამიანი ჩამოტვირთავს მას.
  • მიეცით საშუალება ადამიანებს დატოვონ კომენტარები თქვენი ჩადგმის შესახებ.
  • მიიღეთ ჩადგმის რეიტინგი WordPress-ის სხვა ჩადგმებთან მიმართებაში.
  • გამოფინეთ თქვწნი ჩადგმა ამ ცენტრალურ რეპოში.

არსებობს ზოგიერთი შეზღუდვები

  • თქვენი ჩადგმა თავსებადი უნდა იყოს GNU General Public License v2, ან უფრო ახალი ვერსიის ლიცენზიასთან. დაბეჯითებით გირჩევთ გამოიყენოთ იგივე ლიცენზია, რასაც იყენებს WordPress — “GPLv2, ან უფრო ახალი.”
  • ჩადგმა არაფერს უაკნონოს არ უნდა აკეთებდეს, ანდა მორალურად შეურაცხყმყოფელს (ეს სუბიექტურია, დიახ ვიცით).
  • თქვენ უნდა გამოიყენოთ Subversion რეპო, რომელსაც ჩვენ გაძლევთ თქვენი ჩადგმის გასათავსებლად ჩვენს საიტზე. WordPress ჩადგმის კატალოგი ჰოსტინგის საიტია და არა ლისტინგის.
  • ჩადგმა არ უნდა იყენებდეს გარე ბმულებს საჯარო საიტზე (მაგალითად “powered by” ბმული) მომხმარებლის მხრიდან აშკარა თანხმობის გარეშე.
  • თქვენი ჩადგმა უნდა იცავდეს ჩვენს წესებს, მათ შორის არ უნდა იყოს სპამის შემცველი და ბოროტად არ უნდა სარგებლობდეს სისტემით.

Submission is simple

  1. დარეგისტრირდით WordPress.org-ზე.
  2. შეიტანეთ თქვენი ჩადგმა განხილვისათვის.
  3. თქვენი ჩადგმის ხელით შემოწმების შემდეგ, ის ან მოწონებული იქნება, ან მიიღებთ ელფოსტის შეტყობინებას დამატებითი ინფორმაციის მიწოდების და/ან კორექტივების შეტანის მიზნით.
  4. როგორც ��ი მოიწონებენ ჩადგმას, თქვენ მიიღებთ წვდომას Subversion რეპოზე სადაც დაიდება თქვენი ჩადგმა.
  5. ჩადგმის (და readme ფაილის!) რეპოში ატვირთვიდან ცოტა ხანში, ის ავტომატურად გამოჩნდება ჩადგმების ბრაუზერში.
  6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხდკ .

Readme-ფაილები

ჩადგმების ბრაუზერში სასარგებლო ჩანაწერის გასაკეთებლად, ყველა ჩადგმა უნდა შეიცავდეს readme.txt ფაილს, რომელიც შეესაბამება WordPress-ის ჩადგმების readme-ფაილის სტადარტს. შეგიძლიათ დაამატოთ ეს ფაილი readme-ფაილის შემმოწმებელის საშუალებით.